რეგიონი
ზუგდიდის სასამართლო კიდევ ერთი ყოფილი საჯარო მოხელის სარჩელს განიხილავს
დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამგეობიდან გათავისუფლებული კიდევ ერთი საჯარო მოხელის კახა კვარაცხელიას სარჩელის განხილვა დაიწყო. დღევანდელი სხდომა მოსამზადებელი უნდა ყოფილიყო, თუმცა ის მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მინდობილობის დოკუმენტის ფიზიკური დაზიანების გამო გადაიდო. გამგეობის ყოფილ თანამშრომელს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

ადგილობრივი შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი აცხადებს, რომ ის დაკავებული თანამდებობიდან გამგებლის ყოფილი მოადგილის გურგენ სართანიასთან მეგობრობის გამო გაათავისუფლეს.

"ტესტირება, რომელიც ჩატარდა იყო ფარსი. თანამშრომლები პირადი სიმპატიებიდან გამომდინარე დაითხოვეს. მე მაგალითად, იმიტომ გამიშვეს, რომ გიზოსთან ვმეგობრობდი, რომელსაც თავის მხრივ უთანხმოება ჰქონდა გამგებელთან ლაშა გოგიასთან", - თქვა კვარაცხელიამ.

ყოფილი საჯარო მოხელის პროცესს მისი მეგობრები, ახლობლები და ყოფილი თანამშრომლები ეწრებოდნენ. სხდომაზე ასევე იმყოფებოდა პარტია "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა. მისი თქმით, ის ზუგდიდში აღნიშნული თემის აქტუალურობიდან გამომდინარე ჩამოვიდა, რადგან საჯარო მოხელეების გათავისუფლების ფაქტებმა მასიური ხასიათი მიიღო.

ცნობისთვის, გასული წლის ნოემბერში ჩატარებული ატესტაციის შედეგად ზუგდიდის გამგეობის სამსახურიდან და აიპ-ებიდან, სხვადასხვა მიზეზით, ათობით ადამიანი დაითხოვეს. მათი ნაწილი მიიჩნევენ, რომ სამსახურიდან მათი დათხოვნა უკანონოდ და პოლიტიკური ნიშნით მოხდა. თავის მხრივ, გამგეობაში ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ისინი ატესტაციის საფუზველზე გაათავისუფლეს.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.