სუს-ის გარდაცვლილი თანამშრომლის და: ჩემი ძმა გუბერნატორის დავალებით მოკლეს (ვიდეო)
14:55 / 13.03.2017
ზუგდიდში გამგეობიდან გათავისუფლებული ყოფილი საჯარო მოხელეების
მხარდასაჭერ აქციაზე, რომელიც ცოტა ხნის
წინ დასრულდა, სუს-ის გარდაცვლილი თანამშრომელის ზვიად ლაგვილავას და,
ლენა ლაგვილავა იმყოფებოდა. აფხაზეთის დეპარტამენტის მეორე
განყოფილების უფროსის გარდაცვალებას მისი ოჯახი სამეგრელო-ზემო
სვანეთის გუბერნატორს ლევან შონიას უკავშირებს. ლენა ლაგვილავას
თქმით, მისი ძმა გუბერნატორის დავალებით მოკლეს, რადგან იგი კორუფციულ
საქმეს იძიებდა, რაც შესაძლოა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის საზიანო
ყოფილიყო.
გარდაცვლილის და ლაგვილავას საქმეზე, რამდენიმე კვირის წინ მიღებულ,
სასამართლოს გადაწყვეტილებას ეჭქვეშ აყენებს და ამბობს, რომ ამავე
სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ყოფილი მთავარი
სპეციალისტი დემუშა ბარამია უსამართლოდ იხდის სასჯელს.
„ჩემი ძმა იბრძოდა სამართლის აღსადგენად. შონიას დავალებით, სუს-ის
თანამშრომლმა ონისე კვაშილავამ დაგეგმა და განახორციელა მკვლელობა. ამ
საქმეზე დაკავებული ბარამია არის უდანაშაულო, როგორც ჩვენს ოჯახზე,
ასევე სასამართლოზე ხორციელდებოდა ზეწოლა“,- აღნიშნა ლენა
ლაგვილავამ.
აღნიშნულ ბრალდებებს სამხარეო ადმინისტრაციაში უარყოფენ და აბსურდულს
უწოდებენ.
ცნობისთვის, ზუგდიდში, სუს-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
განყოფილების შენობაში აფეთქება გასული წლის ოქტომბერში მოხდა.
აფეთქების დროს საკუთარ კაბინეტში იმყოფებოდა სუს-ის სპეცრაზმის
უფროსი, ზვიად ლაგვილავა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ს
ოფიციალური ინფორმაციით, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობაში
აფეთქება წყლის ავზმა გამოიწვია.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა.
2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 262.4 ათასით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები