რეგიონი
გუბერნია სამხარეო ადმინისტრაციასთან გამართულ აქციას გამოეხმაურა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ზუგდიდში გამართულ აქციას განცხადებით გამოეხმაურა, რომელსაც რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ:

"ვაცხადებთ, რომ დღეს გამართული აქცია მიზნად ისახავდა გუბერნატორის იმიჯის შელახვას და გახმოვანებული ინფორმაცია არ წარმოადგენს სიმართლეს. ცილისმწამებლური კამპანიას პოლიტიკური მიზანი აქვს და მის უკან ისეთი ადამიანები დგანან ვინც ბოლო 9 თვის მანძილზე პარტიული შეხედულებები მინიმუმ 3-ჯერ შეიცვალეს. გურგენ სართანიას, რომელიც თანამდებობის გამო მის ყოფილ კონკურენტებთან თანამშრომლობასაც საჯაროდ არ გამორიცხავდა, მხოლოდ ერთადერთი - შურისძიების მიზანი აქვს, რადგან ის მმართველმა პარტიამ გამგებლობის კანდიდიატად არ დაასახელა.

ფაქტების გარეშე საუბარი კორუფციაზე, ნეპოტიზმზე და კონტრაბანდაზე მინიმუმ არაეთიკურია. ჩვენ წილისმწამებლური მეთოდებით ბრძოლას, საქმის კეთებით ვუპირისპირდებით. ლევან შონიას გუბერნატორობის დროს რეგიონში განხორციელდა 1700-მდე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლებიც მოსახლეობის ინტერესებზეა მორგებული და მათ საჭიროებებს პასუხობს. ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო, რათა ყველა სოფელში ახალი გზა, წყალი, გაზი, კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღები და სკოლები გვქონდეს. ამისთვის ვმუშაობთ ყოველ დღე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სხვადასხვა ფონდებთან თუ დონორ ორგანიზაციებთან.

რაც შეეხება ბრალდებას ზუგდიდის გამგეობის ყოფილი თანამშრომლების გათავისუფლებაში გუბერნატორის ჩართვასთან დაკავშირებით, სიმართლეს მოკლებულია. არც გუბერნატორი და არც მისი ადმინისტრაცია თვითმმართევლობების საკადრო გადაწყვეტილებებში არ ერევიან და არც უფება აქვთ. მეტიც გამგეობიდან თანამშრომელბის გათავისუფლება, ჩატარებული ატესტაციის შედეგად მიღებული დაბალი შედეგების მიხედვით მოხდა. ყოფილმა თამანშრომლებმა ასეთ დროს სასამართლოს უნდა მიმართონ.

რაც შეეხება აქციაზე გაჟღერებულ დანამატების თემას, სახელფასო დანამატები, კანონის შესაბამისად, ბიუჯეტის იმავე მუხლში არსებული თანხით, მიიღეს იმ თანამშრომლებმა ვინც არაშამუშაო საათებსა და დღეებში ზეგანაკვეთურ სამუშაოებს ასრულებდნენ. საწვავთან დაკავშირებით გაკეტებული განცხადებები კი გადაჭარბებულია და საუბარია არა ერთი თვის არამედ მთელი წლის მონაცემებზე. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე დიდია და მიმდინარე პროექტების კოორდინირებისთვისთვის, თუ სხავა სამუშაოებისთვის სვანეთში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, მარტვილში, აბაშაში, სენაკში, ფოთში, ხობსა და ზუგდიდის სოფლებში კვირაში რამდენჯერმე გვიწევს სიარული. საწვავის გახარჯვა არსებული ლიმიტის შესაბამისად მოხდა და მისი გადაჭარბება არ მომხდარა.

ვწუხვართ, რომ უბედური შემთხევის შედეგად დაღუპული ზვიად ლაგვილავას ოჯახის ტრაგედიას სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები სათავისოდ იყენებენ. კიდევ ერთხელ გულითადა ვუსამძიმრებთ ზვადის ოჯახს", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ ზუგდიდის გამგეობიდან გათავისუფლებულმა საჯარო მოხელეებმა და მათმა მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, თვითმმართველობებიდან საჯარო მოხელეები უკანონოდ და პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. ამასთან, ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეებს შემდეგი შინაარსის მქონე ტრანსფარანტები უჭირავთ: "შონია სამეგრელოს შავი ჭირია", არა ნეპოტიზმს", "მოგვაშორეთ კონტრაბანდისტი გუბერნატორი" და სხვ. აქციაზე ასევე იმყოფება "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა და სუს-ის გარდაცვლილი თანამშრომლის ზვიად ლაგვილავას და, ლენა ლაგვილავა.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.