კონფლიქტები და ქართულ-რუსული სავაჭრო ურთიერთობები - დისკუსია ზუგდიდში (ვიდეო)
18:50 / 13.03.2017
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მრგვალი მაგიდის ფორმატის
შეხვედრა თემაზე: "კონფლიქტები
საქართველოში - ახალი გამოწვევების პოლიტიკური და ეკონომიკური
ასპექტები" გაიმართა.
პოლიტიკის ანალიტიკოსმა არჩილ გეგეშიძემ მსოფლიო სავაჭრო
ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე
გამავალი სავაჭრო დერეფნების ეკონომიკურ და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე
ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის სახმელეთო სავაჭრო
ურთიერთობა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ამ ორი ქვეყნის
ურთიერთობაში. მისივე განმარტებით, აფხაზეთის ჩართულობა რუსეთიდან
საქართველოში და პირიქით, ტვირთის აფხაზეთის გავლით გადაზიდვას
გულისხმობს.
დისკუსიისას აქცენტი ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე გაკეთდა. გეგეშიძემ
აღნიშნა, რომ ეს კონფლიქტი ძალისმიერი გზით ვერ მოგვარდება. ის
ამბობს, რომ საჭიროა "კონფლიქტის მოგვარების ორმხრივი სურვილი და
რუსეთის ფაქტორის შეცვლა, რაც ხანგრძლივი პროცესი იქნება".
ასევე, შეხვედრაზე სახელმწიფო მართვის მაგისტრი დავით ლოგუა რეგიონში
არსებულ რუსეთის პროპაგანდას შეეხო. მისი თქმით, პროპაგანდას უნდა
ვებრძოლოთ საგანმანათლებლო შეხვედრებით, რაც ხშირად უნდა იმართებოდეს
რეგიონში.
მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა "კავკასიური სახლის" და
"ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის" ორგანიზებით
გაიმართა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები