მარტვილის მუნიციპალიტეტში ,,საზოგადოებრივი
პროკურატურის'' პროექტის ფარგლებში, გამწვანების აქცია
გაიამრთა. №1 და სოფელ ონოღიის საჯარო სკოლის ეზოებში ნაძვისა
და
ტირიფის ნერგები დარგეს. აქციაში ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლები, საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და
პრობაციონერები მონაწილეობდნენ. ღონისძიება სენაკის რაიონული
პროკურატურის ორგანიზებითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის,
საკრებულოსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით
ჩატარდა.
საქართველოს პროკურატურა პროექტს - „საზოგადოებრივი პროკურატურა“ 2006
წლიდან ახორციელებს. მისი მიზანი პროკურატურის, როგორც დანაშაულის
აღკვეთისა და პრევენციის განმახორციელებელი სამართალდამცავი ორგანოს
მუშაობის ეფექტურობის უზრუნველყოფა, მისი გამჭვირვალობის გაზრდა და
სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის
ამაღლებაა.
მასალის გამოყენების პირობები