გალის რაიონის სოფელ აჩიგვარაში დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის
დეპუტატობის კანდიდატის კახა პერტაიას მანქანას ცეცხლი გაუხსნეს.
უცნობმა პირმა, „ნისანის“ მარკის ავტომობილის
მიმართულებით, რომელსაც ბესლან პერტაია მართავდა,
ბორდიურიდან რამდენჯერმე გაისროლა.
მძღოლმა შემთხვევის ადგილიდან მანქანის გაყვანა შეძლო, რასაც პერტაიას
მხრიდან საპასუხო გასროლა მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის
სამართალდამცავი ორგანოები ავრცელებენ. შემთხვევის შედეგად, რომელიც
ორი დღის წინ მოხდა, არავინ დაშავებულა, ავტოსატრანსპორტო საშულება არ
დაზიანებულა.
შეგახსენებთ, რომ 17 მარტს, დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის
დეპუტატობის კიდევ ერთი კანდიდატის ბატალ აიბას ავტომობილს გაუჩნდა
ცეცხლი. ქალაქის პროკურორის რუსლან ტირკბას განცხადებით, ეს საღამოს 9
საათზე, ეშბას ქუჩაზე, აღნიშნული კანდიდატის საარჩევნო შტაბთან მოხდა.
პროკურატურა ორ ძირითად ვერსიას - განზრახ ცეცხლის გაჩენას და აალებას
განიხილავს.
მასალის გამოყენების პირობები