რეგიონი
ყოფილი საჯარო მოხელისა და ჟურნალისტის ურთიერთბრალდებები (ვიდეო)
ზუგდიდის გამგებლის ყოფილი მოადგილე გიზო სართანია ინტერნეტ-გამოცემა „smoge.org-ის“  რედაქტორს მალხაზ ბასილაის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ბასილაია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას დავალებით მისი ღირსებების შემლახავ მასალებს აქვეყნებს.

მისივე განმარტებით, საქმე ეხება სააგენტოში 2017 წლის 15 მარტს გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც სართანიას გამგებლის მოადგილის პოზიციაზე ყოფნის პერიოდში მიღებულ ხელფასებზე, პრემიებსა და მის მიერ დახარჯულ საწვავზეა საუბარია. ამ ფაქტს ის 13 მარტს გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლების მხარდასაჭერ აქციას უკავშირებს, რომლის ორგანიზატორიც თვითონ იყო და ამბობს, რომ მისი გააქტიურება ადგილობრივ ხელისუფლებას არ აწყობს, ამიტომ მსგავსი მეთოდებით ებრძვიან.

„რამდენს ავიღებდი ხელფასს ან პრემიას, ჩემი გადასაწყვეტი არ იყო. იმდენი მერიცხებოდა, რამდენიც სხვა გამგებლებს. რაც შეეხება საწვავს, თვეში 300-400 ლიტრამდე საწვავს ვხარჯავდი, ყოველდღიურად მქონდა მოსახლეობასთან შეხვედრა, არ დამიტოვებია არცერთი მოქალაქე, რომელმაც ხმა მომაწვდინა, ყველასთან მივედი და მივაქციე ყურადღება. ჩემს ოჯახის წევრებსა და ახლობლებს არასოდეს უსარგებლიათ სამსახურის მანქანით, როგორც ამას სხვები აკეთებენ“, - თქვა გურგენ სართანიამ.

თავის მხრივ, სააგენტოს რედაქტორი მალხაზ ბასილაია გამოთქმულ ბრალდებებსა და გუბერნატორთან მის  ყველანაირ კავშირს უარყოფს. ბასილაიას თქმით, საჯარო მოხელეების პრემიებსა და საწვავზე პერიოდულად, სხვა სააგენტოების მსგავსად, დებდა ინფორმაციას. ამასთან, ის ყოფილ საჯარო მოხელეს ცილისწამებაში ადანაშაულებს და გუბერნატორთან მისი თანამშრომლობის დამადასტურებელ ფაქტებს მოითხოვს.

„იმ პერიოდში, როდესაც გურგენ სართანია გამგებლის მოვალეობის შემსრულებლი იყო, არ გამოქვეყნებულა ინფორმაცია მის მიერ დახარჯული საწვავისა და პრემიების შესახებ, გამოვითხოვე საჯარო ინფორმაცია, და ამაში დეზინფორმაცია აბსოლუტურად არ არის და თუ არის, რატომ არ მიმართავს სასამართლოს. მეც უნდა დავდო ბრალი გიზო სართანიას, რომ მივრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს, მე ვხვდები ლევან შონიას. დადოს ამის ფაქტები“, - აღნიშნა მალხაზ ბასილაიამ.

სამხარეო ადმინისტრაციაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

ზემოაღნიშნული სტატიის მიხედვით, ყოფილმა საჯარო მოხელემ 2013 წლიდან 2016 წლამდე ხელფასისა და პრემიის სახით 119.622 ლარი და 20 ტონა საწვავი მიიღო.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.