გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში C ჰეპატიტის მართვის ცენტრი გახსნა (ვიდეო)
12:26 / 22.03.2017
ზუგდიდში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა
ახლადაშენებული C ჰეპატიტის მართვის ცენტრი გახსნა. მან მოსახლეობას
ცენტრის
გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ მისი სერვისებით სარგებლობას
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ნეიტრალური პასპორტების მქონე
პირებიც შეძლებენ.
"მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის მთავრობამ და კომპანია "გილეადმა"
გაითვალისწინეს ეს ფაქტორი და დაგვრთეს ნება, ნეიტრალური პასპორტების
მქონე პირებმა ამ ცენტრში იმკურნალონ. ზუგდიდი შეირჩა იმიტომ, რომ
სამწუხაროდ, ამ რეგიონში C ჰეპატიტის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და
ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი თანამედროვე
ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრი იფუნქციონირებს ზუგდიდში. მინდა ამ
რეგიონის ყველა მცხოვრებს ვუსურვო ჯანმრთელობა", - განაცხადა
პრემიერმა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში
სერვისების სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი, სადაც ბენეფიციარები
სკრინინგს, დიაგნოსტიკას, ექიმის კონსულტაციას, რეგისტრაციასა და
მედიკამენტებს ადგილზე, ერთი ფანჯრის პრინციპით, მიიღებენ.
პრემიერ-მინისტრთან ერთად ზუგდიდში იმყოფებიან ჯანდაცვის მინისტრი
დავით სერგეენკო, შეერთებული შტატების ელჩი იან კელი და შერიგებისა და
სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან
ციხელაშვილი.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები