სენაკში დაკარგული 8 წლის ბავშვის ცხედარი მდინარე
ტეხურაში იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას სენაკის
გამგეობაში ადასტურებენ.
მათი ცნობით, გარდაცვლილის ცხედარი მდინარიდან უკვე ამოიღეს და სახლში
გადაასვენეს. მაშველები მას მდინარეში რამდენიმე კვირა ეძებდნენ. იგი
23 თებერვალს გაუჩინარდა.
როგორც ცნობილია, შსს-მ აღნიშნულ საქმეზე ერთი პირი დააკავა.
მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლითაა აღძრული,
რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი და
აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
სენაკში 8 წლის ბავშვს
ეძებენ
სენაკში დაკარგულ
ბავშვს ამ დრომდე ეძებენ
სენაკში დაკარგული
მოზარდის ახლობლებმა გზის გადაკეტვა ცადეს
სენაკში დაკარგულ 8
წლის ბავშვს მდინარე ტეხურაში ეძებენ
მასალის გამოყენების პირობები