დე ფაქტო აფხაზეთში 26 მარტს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური
ჩატარდა. განმეორებითი კენჭისყრა 22 ოლქში გაიმართა.
წინასწარი მონაცემებით, ცნობილია მეორე ტურში გამარჯვებულ დეპუტატთა
ვინაობა. ამ ინფორმაციის თანახმად, გალის რაიონში კახა პერტაია
ლიდერობს.
აფხაზური მედიის ცნობით, მე-17, გუდაუთის ოლქში, ხელახალი "არჩევნები"
14 მაისს გაიმართება. „პარლამენტის“ 12 დეპუტატი 12 მარტს უკვე აირჩა,
როდესაც დე ფაქტო რესპუბლიკაში მეექვსე მოწვევის საპარლამენტო
არჩევნები ჩატარდა.
ცნობილია, რომ 35-კაციან სახალხო კრებაში ადგილის მოსაპოვებლად 138
კანდიდატი იბრძვის.
მასალის გამოყენების პირობები