რეგიონი
ნატალია შეროზია: საკრებულოს თავმჯდომარეობა დიდი პასუხისმგებლობაა (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ნატალია შეროზიამ ზუგდიდის მოსახლეობას პირობა მისცა, რომ მათი კეთილდღეობისთვის ყველაფერს გააკეთებს და ქალაქის თვითმმართველობასთან კოორდინირებულად იმუშავებს. ამასთან, მან საკრებულოს წევრებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, იყო ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე. ეს ნიშნავს, ემსახურო ხალხს და იზრუნო მათ კეთილდღეობაზე“- აღნიშნა შეროზიამ.

ნატალია შეროზიას არჩევას ოპოზიციური პარტიის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ყოფილ მმართველ პარტიაში თვლიან, რომ საკრებულოს ახალი თავმჯდომარე არაკომპეტენტურია და მას ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა არ გააჩნია. ენმ-ის წევრი ანი წითლიძე დაინტერესდა, თუ რა მოსაზრება ჰქონდა მას ბოტანიკური ბაღისა და თეატრის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, რომელიც მისივე თქმით, "ქართული ოცნების" მხრიდან შეუსრულებელი დარჩა. 

„არ მივეცით ხმა, რადგან ამ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევით არ იცვლება უკეთესობისიკენ ზუგდიდელების მომავალი, აქ მხოლოდ საუბარია იმაზე, თუ ვის ექნება უფრო მეტი ხელფასი “, - განაცხადა წითლიძემ.

ახლადარჩეულ თავმჯდომარეს ბოტანიკური ბაღისა და თეატრის რეაბილიტაციის საკითხზე პირდაპირი პასუხი არ გაუცია, თუმცა აღნიშნა, რომ ქალაქის განვითარებისთვის ბევრი კარგი პროექტი განხორციელდება.


ამავე თემაზე:

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

კარლო ღადუა თუ ნატალია შეროზია - ვინ გახდება ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.