რეგიონი
ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეზე საკრებულოს თავმჯდომარეს 2 საათი კითხავდნენ (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამგეობიდან გათავისუფლებულების საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. პროცესზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და საატესტაციო კომისიის წევრ მაიზერ ნანავას ორ საათზე მეტხანს კითხავდნენ.

ნანავას განცხადებით, მან ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი გასცა. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის ბრალდებას პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით, ნანავამ განმარტა, რომ მას საჯარო მოხელეებისთვის გასაუბრების დროს პოლიტიკური კითხვები არ დაუსვამს და ისინი არც პოლიტიკური ნიშნით შეუფასებია.

გავიხსენე კითხვები, რომლებიც ატესტაციის დროს მათ დავუსვი. ყველა კითხვა იყო საჯარო კანონიდან და შეფასებაც ადეკვატური იყო ჩემი მხრიდან. მე ყველა კითხვას ამომწურავად ვუპასუხე“, - თქვა ნანავამ.

საპირისპიროს აცხადებენ ყოფილი საჯარო მოხელეების ინტერესების დამცველები. საიას ადვოკატის მირზა მამულაძის თქმით, ნანავამ ვერ დააკონკრეტა, თუ მის მიერ დასმულ რომელ კითხვაზე ვერ გასცა პასუხი ამა თუ იმ გამგებელმა.

იყო რამდენიმე შემთხვევა, სადაც მოწმე ზოგადი პასუხებით შემოიფარგლა. მაგალითად, მან თქვა, რომ გასაუბრების დროს გამგებლებმა ვერ უპასუხეს სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებთან დაკავშირებულ კითხვებს, თუმცა, მოსამართლის კითხვა, როგორ ერკვევა ის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებში, მან დააიგნორა“, - აღნიშნა მამულაძემ.

მორიგი სასამართლო სხდომა 12 აპრილს გაიმართება.

ცნობისთვის, მუნიციპალიტეტის სოფლებში გამგებლის 8 წარმომადგენელი დაკავებული თანამდებობიდან კონკურსის შედეგების საფუძველზე გაათავისუფლეს, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. სოფლის ყოფილი გამგებლები აცხადებენ, რომ ისინი სამსახურიდან უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს. 

ამავე თემაზე: 

ყოფილი საჯარო მოხელეების 8 საათიანი სასამართლო სხდომა განაჩენის გარეშე დასრულდა (ვიდეო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.