TI: თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობა დაბალია (ვიდეო)
17:16 / 30.03.2017
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ’’ სამეგრელო-ზემო
სვანეთის მუნიციპალიტეტებში გადაწყვეტილების
მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელის არჩილ თოდუას
განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში
მოქალაქეთა ჩართულობის თვალსაზრისით, რამდენიმე მნიშვნელოვანი
პრობლემა არსებობს, მათ შორის, არაინფორმირებულობა და მოქალაქეების
ჩართულობის მექანიზმების არაეფექტურობა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მოქალაქეები უმეტეს შემთხვევაში,
პეტიციით ითხოვენ, არა სამართლებრივი რეგულირების ცვლილებას, არამედ
ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას.
„პეტიციის გამოყენების შემაფერხებელია დათქმა, იმის თაობაზე, რომ მისი
წარდგენის უფლება აქვს კონკრეტულ თვითმმართველ ერთეულში
რეგისტრირებული ამომრჩევლების 1 პროცენტს. ამ მექანიზმის
გასაუმჯობესლებად, საჭიროა მოსახლეობის უფრო მცირე ჯგუფს შეეძლოს
პეტიციის წარდგენა“, - აღნიშნა თოდუამ.
კვლევაში ჩართულობის ერთ-ერთ მექანიზმზე - დასახლების საერთო კრებაზე
ნათქვამია, რომ ის მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში საერთოდ არ
გამართულა, ხოლო იქ, სადაც ჩატარდა, უმრავლეს შემთხვევაში, ინიციატორი
არა მოქალაქეთა ჯგუფი, არამედ მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.
რაც შეეხება საკრებულოს წევრთა შეხვედრებს ამომრჩეველთან,
ორგანიზაციაში თვლიან, რომ აუცილებელია შეხვედრის ოქმის შევსება,
რასაც დეპუტატები ხშირ შემთხვევაში არ ადგენენ.
„საჭიროა ოფიციალურ დოკუმენტში აისახოს შეხვედრაზე განხილული
საკითხები და ამომრჩეველთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები“, - თქვა
თოდუამ.
გარდა ამისა, ორგანიზაციის ინფორმაციით, დაბალია მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის პროექტის შემუშავებასა და განხილვაში მოქალაქეების
ჩართულობა.
„აღნიშნულ პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ერთგვარი წახალისების
მიზნით ნაბიჯები უნდა გადაიდგას მუნიციპალიტეტის მხრიდანაც, რათა
საკრებულოს მიერ მიღებული საბოლოო დოკუმენტი მაქსიმალურად ასახავდეს
მოქალაქეთა ყველა ჯგუფის წინაშე მდგარ საჭიროებებს“, - თქვა
თოდუამ.
ორგანიზაციის რეკომენდაციით, საკანონმდებლო რეგულაციები უნდა იყოს
იმდაგვარი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში
მოქალაქეთა ჩართულობის პროცესი რამდენიმე ეტაპად დაიყოს, მაგალითად:
პრობლემის იდენტიფიცირება, პროექტებისა და ალტერნატივების შექმნა,
საბიუჯეტო და ფინანსური დაგეგმარება, განხორციელება; პროექტის
მიმდინარეობის მონიტორინგი და შეფასება.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები