ზუგდიდში, ერევნის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, რის
შედეგადაც ოჯახის ერთი წევრი 75 წლის ბონდო გობეჩია
დაიღუპა. ხანძრის გამომწვევი
მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია. სახანძრო ბრიგადები ადგილზე მალევე
მივიდნენ, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
სახლში არ იმყოფებოდნენ ოჯახის სხვა წევრები. დაზარალებულების
ახლობლები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე
მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან
განადგურებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები