ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი ჭკადუაში და კორცხელი ერთმანეთს
ახალი ხიდით დაუკავშირდება. ზუგდიდის გამგეობის ცნობით, არსებული ხიდი
ავარიულია და წლებია, ადგილობრივებს პრობლემებს უქმნის.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა
და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მისი საერთო ღირებულება 126 917 ლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები