ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში მდებარე ციხეს „ჭაქვინჯა“ (ჯიხა)
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი
მიანიჭეს. გამგეობის ცნობით, ამ ეტაპზე
ციხე-სიმაგრის რეაბილიტაციის მეთოდოლოგიის შემუშავება მიმდინარეობს და
იქ აღდგენითი სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. აღნიშნულ ციხეს
სტატუსი გამგეობის მიმართვისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის
დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანების
საფუძველზე მიენიჭა.
გარდა ამისა, ,,ჭაქვინჯას ციხის" მიმდებარე ტერიტორიაზე გეოლოგიური
კვლევა-ძიება გასულ თვეში ჩატარდა. კვლევის შედეგად, კლდოვანი მასების
რღვევის პერიმეტრები და ეროზირებული ნიადაგის დაზიანების კატეგორია
დადგინდა. აღნიშნული ობიექტის დაზიანების შესწავლა აღმოსავლეთ ნაწილში
კლდის ჩამოშლამ განაპირობა.
ცნობისთვის, ჭაქვინჯის ციხის აშენების თარიღად ეგრისის სამეფოს
საწყისი პერიოდი - IV-V საუკუნეები მიიჩნევა. ისტორიკოსების ცნობით,
მტრის შემოსევების შედეგად ციხე XII-XIV სს-ში მძიმედ დაზიანდა. ციხემ
მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია XVI საუკუნეში განიცადა. ისტორიულ
წყაროებში კი იგი მხოლოდ XVII საუკუნიდან იხსენიება.
მასალის გამოყენების პირობები