ზუგდიდში სოციალური კამპანია „გამოიწვიე ბედნიერება“ დაიწყო (ვიდეო)
17:22 / 03.04.2017
ზუგდიდში შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად სოციალური კამპანია
სახელწოდებით „გამოიწვიე ბედნიერება“ გაიმართება. დეტალებზე იდეის
ავტორმა და ახალკახათის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტმა ირაკლი
ჯიქიამ ტექნოპარკში ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული კამპანია მიზნად
ისახავს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სააღდგომოდ პროდუქტების
შეგროვებას. ახალგაზრდა საჯარო მოხელე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს,
ადგილობრივ ხელისუფლებასა და მედიის წარმომადგენლებს კამპანიაში
ჩართვისკენ მოუწოდებს.
“თუ თქვენ მოგივიდათ facebook ღონისძიება სახელად „გამოიწვიე
ბედნიერება“, ჩათვალეთ, რომ თქვენ გამოწვეული ხართ ჩვენ მიერ. თუ
გექნებათ სურვილი შემოგვწიროთ საკვები პროდუქტები, ჩვენს გვერდზე
მითითებულია ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია, რომელზეც დაგვიკავშირდებით
და ჩვენი ახალგაზრდების მობილური ჯგუფი მოვა თქვნთან და გამოგართმევთ
პროდუქტებს.“, - განაცხადა ირაკლი ჯიქიამ.
პროდუქტის შეგროვებასა და დარიგებაში საქართველოს მოხალისეები
მიიღებენ მონაწილეობას.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები