„გალის“ რედაქტორი: საარჩევნო ნომერი გავრცელებიდან არ ამოუღიათ
დე ფაქტო აფხაზეთის საზოგადოებრივ - პოლიტიკური გაზეთ „გალის“
რედაქტორმა ნუგზარ სალაყაიამ „აფსნიპრესს“ განუცხადა, რომ ინტერენტ -
პორტალის
„Caucasus Times“ მიერ 27 მარტს გავრცელებული ინფორმაცია, გაზეთ
„გალის“ ერთ - ერთი ნომრის ტირაჟიდან ამოღების შესახებ, სიმართლეს არ
შეესაბამება.
სალაყაის თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს, „გაზეთი
ტირაჟიდან გალის საარჩევნო ოლქში დარეგისტრირებული, პარლამენტის
დეპუტატობის ყოფილი კანდიდატის, გამოსვლის გამოქვეყნების გამო
ამოიღეს“ სიცრუეა და „გალი“ მკითხველებს დროულად მიეწოდათ.
ცნობისთვის, გაზეთ „გალი“ აფხაზეთში 1995 წლიდან გამოიცემა და
აფხაზურ, რუსულ და მეგრულ ენებზე სოხუმში იბეჭდება. მისი ტირაჟი, ამ
დროისათვის, 1000 ეგზემპლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები