ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა წელს დაიწყება (ვიდეო)
17:01 / 06.04.2017
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისა და ჟურნალ „ანაკლიას“
პრეზენტაცია დღეს ზუგდიდის ტექნოპარკში გაიმართა.
შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების,
მედისაა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტის
შესახებ შეკრებილებს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის"
წარმომადგენლები ესაუბრნენ.
კონსორციუმის ფინანსური დირექტორის ზურაბ ფიჩხაიას თქმით, საინჟინრო
კვლევები უკვე დასრულებულია და პორტის გენერალური განვითარების გეგმ
ცენტრალურ მთავრობას დსამტკიცებლად წარედგინა.
"წლის ბოლომდე დარჩენილია რამდენიმე კვლევა და სახელმწიფოდან მიწის
გადმოცემის პროცესი. აღნიშნული პროცედურების დასრულებისთანავე,
დაიწყება მშენებლობა და ეს წელს მოხდება",- განაცხადა ზურაბ
ფიჩხაიამ.
პორტის მნიშვნელობაზე სამგერელო -ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან
შონიამაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მშენებლობაზე დასაქმდება ათასობით
ადამიანი და რეგიონს ბევრი ახალგაზრდა დაუბრუნდება.
რაც შეეხება ჟურნალ "ანაკლიას", ის 2016 წლის ზაფხულიდან გამოიცემა.
ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული თემების გარდა, მასში
სოციალურ, ეკონომუკურ და კულტურულ თემებზე მომზადებულ მასალებს
წაიკითხავთ.
ცნობისთვის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური რამდენიმე ეტაპად
აშენდება. პროცესი სულ 9 ფაზას მოიცავს. პორტის გამტარუნარიანობა,
რომელიც 400 ჰექტარ ფართობზე შენდება, წელიწადში 100 მილიონი ტონა
იქნება. პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ
აშშ დოლარს შეადგენს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები