სოხუმში, "მაიაკის" რაიონში უცნობი პირები ერთ - ერთ ოჯახს გაძარცვის
მიზნით დაესხნენ თავს. "აფსნი ლაიფის" ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა
სასტიკად სცემეს ხანში შესულ ქალს, ხოლო მის მეუღლეს ცეცხლი
წაუკიდეს.
სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების გამო, მამაკაცი ადგილზე
გარდაიცვალა. დაზარალებული ქალი გადაყვანილია რესპუბლიკურ
საავადმყოფოში, მისი მდგომარეობა მძიმეა.
"ის უმაწყალოდ იყო ნაცემი. რეანიმაციაში გადაიყვანეს. თავზე
დიდი რაოდენობით ჭრილობები ჰქონდა, მედიკოსები მათ გაკერვას 3 საათს
მოუნდნენ. მამაკაცი უკვე დამწვარი იყო, ამიტომ ის მორგში
გადაასვენეს", - განუცხადა ინტერნეტ - გამოცემას
საავადმყოფოს თანამშრომელმა.
მასალის გამოყენების პირობები