ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მესტია–უშგულის
მონაკვეთის 10 კილომეტრიან გზას რეაბილიტაცია უტარდება. სამშენებლო
კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მობილიზებულია
საჭირო ტექნიკა და დაწყებულია სამშენებლო პროცესი.
სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს
„მამისონი’’ ასრულებს.
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ახორციელებს. ხელშეკრულების მიხედვით რეაბილიტაციის თანხა ცხრა მილიონ
ასორმოცდაათი ათას ლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები