პოლიციასთან ურთიერთობა - შეხვედრა ზუგდიდში (ვიდეო)
20:01 / 13.04.2017
საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ,,თანასწორობის მოძრაობამ’’ თემაზე ,,რა
უნდა ვიცოდეთ პოლიციასთან კონტაქტის დროს’’ შეხვედრა გამართა.
მისი მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება, იმასთან დაკავშირებით, თუ
როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე ადმინისტაციული დაკავების,
ნარკოტესტირებაზე გადაყვანის და დაკითხვის დროს.
ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის მენეჯერი ემზარ კვარაცხელია ამბობს, რომ
ყველამ უნდა იცოდეს, თუ რა უფლებები და ვალდებულებები გააჩნია
პოლიციას და როგორ უნდა დაიცვას მოქალაქემ საკუთარი უფლებები, როდესაც
პოლიცია კანონს არღვევს.
"საქართველოს მსგავს პოლიციზირებულ ქვეყანაში, სადაც ხშირად ირღვევა
ადამიანის უფლებები, აუცილებელია ასეთი შეხვედრების გამართვა, რათა
ადამიანებმა მიიღონ მეტი ინფორმაცია საკუთარ უფლებებზე,’’- აღნიშნა
შეხვედრის მონაწილემ ვეფხვია საბეკიამ.
,,თანასწორობის მოძრაობა’’ მსგავსი შეხვედრების ჩატარებას მომავალშიც
გეგმავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები