წითელ პარასკევს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან
გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. ეს დღე დიდი მარხვის
ყველაზე მძიმე დღეა, ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა
ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა.
მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების
შესახებ სახარება იკითხება.
დიდ პარასკევს მორწმუნეები კვერცხებს წითლად ღებავენ და პასკას
აცხობენ. წითელი კვერცხის მსგავსად პასკასაც რელიგიური დატვირთვა
აქვს. უფლის ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები