დღეს ზუგდიდში, იაკობ გოგებაშვილის ძეგლთან ქართული ენის დაცვის დღე
აღნიშნეს. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის
აღსაზრდელებმა ქართული ენის შესახებ ლექსები წაიკითხეს.
„დედა ენის“ ავტორის ბიუსტი გვირგვინებით ადგილობრივი ხელისუფლების -
ქალაქის მერიისა და ზუგდიდის გამგეობის წარმომადგენლებმა შეამკეს.
„ჩვენს ენას უნდა ვცეთ პატივი და დავაფასოთ. ჩვენი მოვალეობა
სწორედ ქართულად მეტყველებაა“, - აღნიშნა მერიის კულტურის
განყოფილების უფროსმა ზამირა ღადუამ.
24 წლის წინ საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ საბჭოთა კავშირში
შემავალ რესპუბლიკებში მთავარ ენად რუსული გამოეცხადებინა. 1978 წლის
14 აპრილს მასობრივმა საპროტესტო აქციამ სტუდენტების, ქართული
ინტელიგენციისა და საზოგადოების სხვა წევრების მონაწილეობით, მოსკოვი
აიძულა, სახელმწიფო ენად ისევ ქართული დაეტოვებინა.
მას შემდეგ ქართული ენის დაცვის დღე ყოველწლიურად 14 აპრილს
აღინიშნება.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები