29 აპრილიდან, სოჭიდან აფხაზეთის ქალაქებში, სარკინგზო და
ავტოსატრანსპორტო გზებზე გადაადგილება „ერთიანი ბილეთით“ იქნება
შესაძლებელი,
წერს აფხაზური მედია, „ერთიანი სატრანსპორტო დირექციის“ (ოპერატორი,
რომელიც ყირიმში „ერთიანი ბილეთით გადაყვანას“ ახორციელებს)
განცხადებაზე დაყრდნობით.
მაისის დღესასწაულებზე და ზაფხულის სეზონზე სოჭიდან აღნიშნული
მიმართულებებით სულ რვა რეისი განხორციელდება.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ 30 აპრილიდან „ერთიანი ბილეთით“
მგზავრობა მატარებელით, ავტობუსით და ბორნით, ყირიმის შვიდ ქალაქში
გახდება შესაძლებელი.ამავე ცნობით, გასულ წელს ამ სისტემით, ყირიმის
მიმართულებით, 213 მგზავრი გადაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები