გამგებელმა სოციალურად დაუცველებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა
ზუგდიდის გამგებელმა ლაშა გოგიამ, თვითმმართველობის სხვა
წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში
მცხოვრებ მოწყვლად ოჯახებს სააღდგომო საჩუქრები პირადად გადასცა და
დღესასწაული მიულოცა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, აღდგომის დღესასწაულთან
დაკავშირებით, 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს, მეორე მსოფლიო ომის
მონაწილეებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან, სულ 200-მდე ოჯახს
80 ლარის ღირებულების სასაჩუქრე კალათები გადასცა.
მასალის გამოყენების პირობები