რეგიონი
"ჩაერთე შენი ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის კვლევაში" - კონფერენცია ზუგდიდში (ვიდეო)
18 აპრილი მსოფლიო საგანძურის დაცვის დღეა. ამასთან დაკავშირებით, ზუგდიდში ბოტანიკურ ბაღში კონფერენცია სახელწოდებით: „ჩაერთე შენი ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის კვლევაში“ გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლის მოსწავლეები. ახალგაზრდებმა 50-ზე მეტი პრეზენტაცია წარმოადგინეს, რომელიც მეგრულ სამზარეულოს, ტრადიციებს, ხელოვნებას და კულტურას მიეძღვნა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განყოფილების უფროსის ბესიკ არახამიას თქმით, ძირითადი ყურადღება მიმართულია არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე და იმ ხარვეზებზე, რაც ამ მიმართულებით ჩვენს კუთხეს გააჩნია.

„მოგეხსენებათ, 2015 წლის მონაცემებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა 31 ობიექტს, სამწუხაროა, რომ ამ სიაში სამეგრელოდან წარდგენილი არცერთი ნიმუში არ არის“,- განაცხადა არახამიამ.

მისივე განმარტებით, დღეს წარმოდგენილ თემებს შორის გამოვლინდება სამი ინდივიდუალური და სამი ჯგუფური საუკეთესო პრეზენტაციის ავტორი. ისინი ფასიან საჩუქრებს მიიღებენ. გარდა ამისა, ყველა მონაწილე საგარეჯოში გაემგზავრება.

ამასთან, არახამიას ინფორმაციით, საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს კულტურის სამინისტროსთან უშუამდგომლებენ, რათა მათ მიერ წარმოდგენილ ობიექტებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.