პირველ მაისს ზუგდიდის ტექნოპარკში, სტუდენტური დღის ფარგლებში,
სტუდენტებს შესაძლებლებლობა ექნებათ,
ინფორმაცია მიიღონ ტექნოპარკის სერვისებისა და მათი გამოყენების
შესახებ.
ამასთან, ტექნოპარკის წარმომადგენლები მიმდინარე და სამომავლო
პროექტებს წარადგენენ, დამწყები მეწარმეები კი აუდიტორიას საკუთარ
გამოცდილებას გაუზიარებენ. თავის მხრივ,
სტუდენტებს საშუალება ექნებათ, ფაბლაბის სერვისებით ისარგებლონ
და თავად შექმნან სხვადასხვა ნივთი.
სტუდენტური დღე ზუგდიდის ტექნოპარკში 14-დან 17:00 საათამდე
გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები