ნარაზენის მაჟორიტარი გზის რეაბილიტაციას ითხოვს (ვიდეო)
16:56 / 21.04.2017
სოფელ ნარაზენის მაჟორიტარი დეპუტატი ლაშა თოდუა გზის რეაბილიტაციას
ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით მან დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე
განაცხადა და თავმჯდომარეს საკითხით დაინტერესება სთხოვა.
ლაშა თოდუას თქმით, სოფლის საავტომობილო გზა თუ დროულად არ
მოწესრიგდება მოსახლეობა აქციებით იმუქრება. დეპუტატის
განმარტებით, გზებთან დაკავშირებული პრობლემა წლებია არსებობს, თუმცა
ის საგრძნობლად მას შემდეგ გაუარესდა, რაც აზერბაიჯანულმა
კომპანიამ, რომელიც ზუგდიდში წყალმომარაგების სისტემას აწესრიგებს,
მდინარე ჭანისწყალიდან ინერტული მასალის მოპოვება და მისი ქალაქში
მძიმე ტექნიკით გადატანა დაიწყო.
„გზის საფარის გარდა დაზიანდა წყლის მილები, რაც სერიოზულ პრობლემას
ქმნის. მოსახლეობა უკმაყოფილოა, გზის გადაკეტვასა და საპროტესტო
აქციებს აპირებდა, მხოლოდ ჩემი თხოვნით გაჩერდნენ. თუ კიდევ
დააპირებენ, მე იძულებული გავხდები, რომ მათ გვერდით დავდგე.
გთხოვთ, სანამ გამწვავდება სიტუაცია, მიხედეთ“, - აღნიშნა
დეპუტატმა სხდომაზე.
საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებლის მოადგილე მას ამ პრობლემის
მოგვარებას დაპირდნენ. მაიზერ ნანავას თქმით, ის უახლოეს მომავალში,
ადგილობრივ თვითმმართველობის ხელმძღვანელობასთან ერთად,
კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდება და მათ გზის საფარის
რეაბილიტაციას მოსთხოვს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები