"აღმოაჩინეთ მეტი სამეგრელოში" - რეგიონს ტუროპერატორები ეცნობიან (ვიდეო)
20:16 / 21.04.2017
ზუგდიდის ტექნოპარკში მხარის გუბერნატორი ლევან შონია 20-მდე მსხვილი
ტურისტული კომპანიის
წარმომადგენლებს შეხვდა. მანამდე სტუმრებმა ის ადგილები დაათვალიერეს,
რომლებიც აქამდე მათთვის უცნობი იყო. ღონისძიება პროექტის "აღმოაჩინეთ
მეტი სამეგრელოში" ფარგლებში გაიმართა.
,,ტურ-ოპერატორები ნანახით აღფრთოვანებულები დარჩნენ. აღნიშნული
პროექტი მათ ახალი ტურისტული ობიექტებისა და მარშრუტების შემუშავებასა
და პოპულარიზაციაში დაეხმარება", - აღნიშნა სამეგრელო ზემო-სვანეთის
გუბერნატორის მოადგილემ დავით კოდუამ.
ტუროპერატორებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო ტური მოიცავს
მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ზუგდიდისა და ფოთის
მუნიციპალიტეტებს და ემსახურება აქ არსებული და ნაკლებად ცნობილი
უნიკალური ბუნებისა და კუტურის ძეგლების, მეგრული სამზარეულოსა და
აგროტურიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას.
ასევე, დაგეგმილია ტურისტული ობიექტების მონაცემთა ბაზის შექმნა.
"აღმოაჩინეთ მეტი სამეგრელოში" სამხარეო ადმინისტრაციისა და USAID-ის
პროგრამა ზრდა-ს ერთობლივი პროექტია.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები