ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში:
მუჟავაში, ჭალეში, ჩქვალერსა და ქალაქ ჯვარში
საცხოვრებელ კორპუსებს, სახლებს სახურავი გადახადა. დაზიანდა
ელექტროგადამცემი ხაზები. ასევე, ძლიერმა ქარმა მრავალწლიანი ხეები
მოგლიჯა.
,,პირველადი მონაცემებით, დაზიანებულია 40-მდე საცხოვრებელი სახლი.
სოფელ ჭალეში კი ქარმა სკოლის სპორტკომპლექსს სახურავი ახადა,’’-
განუმარტეს რადიო ,,ათინათს’’ წალენჯიხის
რაიონის გამგეობის პრესსამსახურში.
სტიქიის ზონაში ამ წუთებში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო
ადმინისტრაციისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები
იმყოფებიან.
ზარალის დამთვლელი კომისიები ადგილზე მუშაობენ.
მასალის გამოყენების პირობები