გუბერნატორი აშშ-ის საელჩოს რეგიონული უშიშროების ატაშეს პიტერ სიდს შეხვდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ აშშ-ის საელჩოს
უსაფრთხოების რეგიონული უშიშროების ატაშეს პიტერ სიდს უმასპინძლა.
მან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელს რეგიონში არსებული ვითარება
გააცნო.
„წელს მნიშვნელოვანი თარიღია, ჩვენი ქვეყნები დიპლომატიური
ურთერთობის დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ. მინდა ძალიან დიდი
მადლობა გადაგიხადოთ, ამ წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული
შტატების და ამერიკელი ხალხის მიერ გაწეული დახმარებისთვის.
ჩვენ ახლაც USAID-თან ერთად მნიშვნელოვან პროექტს
ვახორციელებთ, რომელიც ხელს ტურიზმის განვითარებას და ჩვენი რეგიონის
ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, ასევე ერთობლივად
ვმუშაობთ ანაკლია-განმუხურის განვითარების გენერალური გეგმის
შესაქმნელად", - განაცხადა შონიამ შეხვედრაზე.
აშშ-ისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო წელთან
დაკავშირებით 24-28 აპრილს ზუგდიდში ამერიკის დღეები იმართება.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საბჭოთა კავშირის დაშლის
შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლის 25 დეკემბერს ცნო. ორ
ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა კი 1992 წლის 23 აპრილს
დაიწყო, როცა თბილისში აშშ-ის საელჩო დაარსდა.
მასალის გამოყენების პირობები