ზუგდიდში ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა''
(WISG) სამართალწარმოების ანგარიში
,,არაღიარებული ძალადობა’’ წარადგინა. აღნიშნული დოკუმენტი 2016 წლის
წარმოებული საქმეების, გაწეული სამართლებრივი კონსულტაციებისა და
სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ანალიზს მოიცავს.
შეხვედრაზე ითქვა, რომ გენდერული და იდენტური ნიშნით ძალადობის
საკითხი სამეგრელოს რეგიონში აქტუალური და მნიშვნელოვანი
პრობლემაა.
,,ანგარიშში, ორგანიზაციის მიერ წარმოებული საქმეების საფუძველზე,
გაანალიზებულია სახელმწიფოს მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობისა და
გენდერის ნიშნით ძალადობის იდენტიფიცირებისა და რეაგირებასთან
დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა ლგბტ ადამიანების მიმართ
ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და ინციდენტების
გამოძიება, ქალთა ან ლგბტ პირთა დისკრიმინაცია", - აღნიშნა
ორგანიზაციის იურისტმა ქეთი ბახტაძემ.
,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფს'' საზოგადოებრივმა
ორგანიზაცია ,,თანასწორობის მოძრაობამ’’ უმასპინძლა.
,,მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი მექანიზმები ამ კუთხით გვაქვს,
ის მოუქნელია და საჭიროა მისი შეცვლა. მსგავსი დისკუსიები ემსახურება
გენდერული ნიშნით ძალადობის საკითხის წამოწევას", - თქვა
,,თანასწორობის მოძრაობის'' წევრმა ცაბუნია ვართაგავამ.
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სოციალური
მუშაკები და სხვა მოქალაქეები დაესწრნენ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები