დრანდის ციხეში მყოფი გიორგი ლუკავას მონახულებას მისი ოჯახის წევრები
შეძლებენ,- ამასთან დაკავშირებით სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის
დირექტორის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა. მისი
განმარტებით, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების
ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ე.წ. აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ
ლუკავას ოჯახს ამ მხრივ შეზღუდვები არ ექნება.
„მათ აღნიშნეს, რომ ამ მხრივ პორბლემა არ არსებობს და მეუღლეს
შეუძლია მოინახულოს თავისი ოჯახის წევრი“, - თქვა
ქემოკლიძემ.
ცნობისთვის, აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი ლუკავა ოკუპირებულ
ტერიტორიაზე 5 წლის წინ დააკავეს და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა
მიუსაჯეს.
აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას "ბრალი
ადამიანის მკვლელობასა და პარტიზანულ დაჯგუფება "ტყის ძმებთან"
კავშირში ედება".
ამავე თემაზე:
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები