ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 51 სკოლის დირექტორს სერთიფიკატი გადაეცა (ვიდეო)
18:16 / 25.04.2017
ზუგდიდის სკოლის დირექტორებს პროფესიული განვითარების კურსების
წარმატებით გავლისთვის სერთიფიკატი
გადაეცათ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯერის
ირინა აბულაძის თქმით, აღნიშნული კურსების მიზანი სასწავლო პროცესის
სწორად განსაზღვრა და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებაა. ამასთან,
მან პროექტის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„პროექტი მეშვიდე და მეთორმეტე კლასების ზუსტი და საბუნებისმეტყველო
საგნების, გეოგრაფიისა და ინგლსურის მასწავლებლების და ასევე, ყველა
საჯარო სკოლის დირექტორის პროფესიულ განვითარებას გულისხმობს.
კურსებში 7 000 მასწავლებელი და 1 800- მდე სკოლის დირექტორია
ჩართული“,- აღნიშნა აბულაძემ.
დირექტორებს სერთიფიკატები ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა დანიელ
კაპონემ და რესურსცენტრის უფროსამა კახაბერ ფარცვანიამ გადასცეს.
ღონისძიება ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცნეტრში ამერიკული დღეების
ფარგლებში გაიმართა.
მასწავლებელთა გადამზადების პროექტი ”ათასწლეულის გამოწვევის ფონდი -
საქართველოს“ მიერ არის დაფინასებული. ის "ათასწლეულის გამოწვევის
კორპორაციის", სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით
ხორციელდება.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები