„სუფთად ევროპისკენ“ - დასუფთავების აქცია სამეგრელო-ზემო სვანეთში (ვიდეო)
14:32 / 29.04.2017
დღეს, დედამიწის კვირეულის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ათივე
მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა, რომელშიც
საჯარო მოხელეები, სტუდენტები, მაღალი კლასის მოსწავლეები და კერძო
სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვნენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ, გუბერნატორის
მოადგილემ, სტუდენტებთან და ეროვნული სატყეო სააგენტოს
თანამშრომლებთან ერთად ე.წ. ნევთობაზის ტერიტორია დაასუფთავა, სადაც
თვითნებური ნაგავსაყრელი იყო მოწყობილი.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ სუფთა რეგიონი უფრო მიმზიდველი იქნება
როგორც ტურისტებისთვის, ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვინც
დაინტერესებულია ჩვენი რეგიონის პოტენციალით. ჩვენ გავაგრძელებთ
მსგავს აქციებს და ვეცდებით, შევინარჩუნოთ ყველაზე სუფთა
მუნიციპალიტეტის ნიშა მთელს საქართველოში“, - აღნიშნა დავით
კოდუამ.
რამდენიმე სოფელი დაასუფთავა თანამშრომლებთან და ადგილობრივ
მოსახლეობასთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ
მამუკა წოწერიამ. სოფელ გრიგოლიშში დასუფთავების აქციაში სკოლის
მოსწავლეებიც ჩაერთვნენ და აღნიშნეს, რომ მსგავს ღონისძიებებს ხშირად
აწყობენ.
წოწერიას თქმით, მუნიციპალიტეტი დაიყო ექვს ზონად და 48-ვე
ადმინისტრაციულში ერთეულში დასუფთავების სამუშაოები დილიდანვე
მიმდინარეობს.
„ძალიან სასიხარულოა, რომ ახალგზარდები ასე აქტიურად
ერთვებიან საკუთარი სოფლის დასუფთავებაში. ამასთან, ზუგდიდის
მუნიციპალიტეტი აღიარებულია, როგორც ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტი და
ვცდილობთ, ამაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ და ის იყოს ერთ-ერთი
თვალსაჩინო სისუფთავის თვალსაზრისით“, - თქვა წოწერიამ.
მუნიციპალიტეტებში ტურისტული მარშრუტები, ტურისტული ობიექტები და
მიმდებარე ტერიტორიები დასუფთავდა.
რეგიონის მასშტაბით დასუფთავების აქციაში 6000-მდე ადამიანი
ჩაერთო.
დედამიწის კვირეულის ფარგლებში დასუფთავების აქციები საქართველოს
რეგიონებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის
ინიციატივით ტარდება.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები