ლევან პაპავა მიქავაზე: დაკავებულს სახალხო დამცველის საქმეში ჩართვა არ სურს (ვიდეო)
20:02 / 02.05.2017
სახალხო დამცველის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთში ლევან
პაპავა დაკავებულ ზუგდიდის საკრებულოს
აპარატის უფროსს შეხვდა. პაპავას ინფორმაციით, მიქავა ამბობს, რომ
პოლიციის მხრიდან მის მიმართ არავითარი ზეწოლა არ ყოფილა.
„დაკავებულს, ჯერჯერობით, სახალხო დამცველის აპარატის
მანდატის ფარგლებში აღნიშნული საქმის შესწავლის ინტერესი არ აქვს. რაც
შეეხება ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარის თქმას, ის განმარტავს,
რომ ამის უფლება აქვს“, - აღნიშნა პაპავამ.
სახალხო დამცველის აპარტის რეგიონული
დეპარტამენტის უფროსის თქმით, ამ ეტაპზე ისინი წყვეტენ საქმეზე
მუშაობას, თუმცა, თუკი მიქავა მიმართავს მათ, აპარატი საქმის
წარმოებას განაგრძობს.
გრიგოლ მიქავას მეორედ დაკავებიდან 12 საათი ამ წუთებში სრულდება.
საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შენობასთან მას ოჯახის წევრები,
საკრებულოს თანამშრომლები და მეგობრები ელოდებიან.
ცნობისთვის, გრიგოლ მიქავა წუხელ გვიან ღამით 45-ე ნარკოტიკული
საშუალების მოხმარების მუხლით დააკავეს და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე
გადაიყვანეს, თუმცა მან ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი
განაცხადა. 12 საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ის გაათავისუფლეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა.
2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 262.4 ათასით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები