„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე დღეს ზუგდიდში
მოსახლეობას შეხვდა. მან არჩევნების სისტემისა და კონსტიტუციაში
შესატანი
ცვლილებების შესახებ ადგილობრივების აზრი მოისმინა. მისი თქმით,
მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან შეხვედრა და მათი გამოკითხვა.
"ევროპული საქართველოს ინიციტივაა, რომ ამ პირობებში როდესაც
პოლიტიკური პარტიები ვერ თანხმდებიან საკონსტიტუციო მოდელზე, გავიგოთ
ხალხის აზრი",- განაცხადა მან.
მოსახლეობასთან შეხვედრისას ბაქრაძემ ასევე ისაუბრა საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფაქტორზე და აშშ-ს მხარდაჭერის
მნიშვნელობაზე.
"როდესაც რუსეთი საფუძველს უყრის ცხინვალის პირდაპირ
ანექსირებას, როდესაც აფხაზეთში სრული მილიტარიზაცია მიმდინარეობს,
მათი აშშ-ს მხრდაჭერა ახლა უფრო მნიშვნელოვანია. ეს მხარდაჭერა
ემსახურება საქართველოს უკეთეს მომავალს", - აღნიშნა
ბაქრაძემ.
"ევროპული საქართველო" წარმომადგენლები მსგავს შეხვედრებს სხვა
რეგიონებშიც გამართავენ.
მასალის გამოყენების პირობები