რეგიონი
პრეზიდენტი თვითმმართველობის საკითხზე: თბილისიდან ზუგდიდის პრობლემებს ვერ დაინახავ (ვიდეო)
კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვაზე ზუგდიდში კითხვები თვითმმართველობის მოსალოდნელ რეფორმაზეც დაისვა.არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ეგნატე შამუგიამ პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯომარესა და პარლამენტის წევრებს სთხოვა, თვითმმართველი ქალაქებისა და კონკრეტულად, ზუგდიდისთვის აღნიშნული სტატისის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით აზრი დაეფიქსირებინათ.

მის კითხვას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, მაქსიმალური თვითმმართველობა და უფლებათა დელეგირება დემოკრატიული და მართვის თვალსაზრისით ეფექტური პროცესია.

მარტივია ლოგიკაა, რომ ზუგდიდელმა უკეთ იცის ადგილობრივი საკითხები. თბილისიდან ვერ დაინახავ ადგილობრივ პრობლემას. მაქსიმალური უფლებების მიცემა და რესურსების მიცემა არის სწორედ ეფექტური მმართველობის წინაპირობა. შეცდომებს არამხოლოდ თვითმმაერთველობებში, არამედ ცენტრიც უშვებენ და ეს არგუმენტად ვერ გამოდგება. თვითმმართველობის გაძლიერებით ხალხი უფრო გრძნობს კავშირს ხელისფლებასთან“, - განაცხადა პრეზიდენტმა.



რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, მისი თქმით, ამ საკითხის სიღრმისეული განხილვაა საჭირომას შემდეგ, რაც მთავრობა წინადადებას წარმოადგენს. ამასთან, მისივე თქმით, არცერთი გადაწყვეტილება არ უნდა იქნეს მიღებული მოსახლეობის ხარჯზე.

ის რესურსები, რომელიც ზუგდიდისთვისაა განკუთვნილი, უნდა დარჩეს ზუგდიდის მუნციპალიტეტში და ეს უნდა იყოს აუცილებელი წინაპირობა, რომელით მიიღება ასეთ საკითხებთან დაკავშირებით“, - განმარტა კობახიძემ.



ეგნატე შამუგიამ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს დაუსვა კითხვა, თუ რატომ არ არსებობს კონსტიტუციაში ჩანაწერი მერისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევასთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც მსგავსი პუნქტი თვითმმართველობის სისტემის დამოუკიდებლობას გაამყარებდა.


კითხვაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ მსგავსი რამის ჩაწერა ლინგვისტურად ვერ მოხერხდებოდა, რაც შეეხება მერისა და გამგებლის პირდაპირ არჩევნებს, ეს არ შეიცვლება.

ეს იყო სხვადასხვა მიზეზის გამო შეუძლებელი, ლინგვისტურადაც შეუძლებელი, რადგან, შეიძლება იყოს აღმასრულებელი ორგანო და მისი ხელმძღვანელი, რომელიც პირდაპირი წესით ვერ აირჩევა. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენ ამ გზიდან არ გადავუხვევთ. მერებსა და გამგებლებს მოსახლეობა აირჩევს“, - განაცხადა კობახიძემ.

დღეს ზუგდიდში საკონსტიტუციო პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, ასევე, ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატები, საჯარო მოხელეები, სკოლის მასწავლებლები, დირექტორები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.