ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აპრილში ჩატარებული
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების პოლიტიკურ
ნაწილს აქვეყნებს.
აღნიშნული კვლევის თანახმად პრეზიდენტ გიორგი
მარგველაშვილის საქმიანობა მოსახლეობის 27%-ს მოსწონს, 15%-ს
არ მოსწონს, 50% კი საშუალოდ აფასებს. პრემიერმინისტრ გიორგი
კვირიკაშვილის საქმიანობას 25% დადებითად აფასებს, 14% კი
პირიქით. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის
მუშაობას 15% იწონებს, 21% უარყოფითად აფასებს. თბილისის მერის,
დავით ნარმანიას მუშაობა მოსწონს 8%-ს, 52%-ს კი არ
მოსწონს.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 7-დან 28 აპრილის პერიოდში ჩატარდა.
მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების
გამოკლებით) 2,493 რესპონდენტი გამოიკითხა. საშუალო ცდომილების
ზღვარი+/-2,7%-ია.
მასალის გამოყენების პირობები