NDI: გამოკითხულთა, 84 % ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს
NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 84 % თვლის, რომ საქართველოს
პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა აირჩეს. მხოლოდ 9% ფიქრობს,
რომ პრეზიდენტი ხალხის მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა უნდა აირჩიოს.
არც ერთ წესს არ ეთანხმება გამოკითხულთა 2%, ხოლო 4%-მა კითხვაზე
პასუხი არ იცის.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილს, საქართველოს მასშტაბით
(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 493 პირისპირ ინტერვიუს
წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევის საშუალო
ცდომილების ზღვარი ±2,7%-ია.
ცნობითვის, NDI-ის კვლევები საქართველოში დიდი ბრიტანეთის მთავრობის
UK აიდ-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას
ჩღღჩ-საქართველო ატარებს.
მასალის გამოყენების პირობები