NDI: 38% ფიქრობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას
NDI-ის კვლევის მიხედვით, ყოველ მესამე გამოკითხულზე მეტი
(38%) ფიქრობს, რომ მის შეხედულებებთან არცერთი
პარტია
არ არის ახლოს. გამოკითხულთა 29% ამბობს, რომ მის
შეხედულებებთან ახლოს ქართული ოცნებაა, 10% კი
ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს. გამოკითხულთა 4%-ს
პასუხი არ აქვს. გამოკითხულთა ამდენივე წილი ამბობს, რომ მის
შეხედულებებთან ახლოს პატრიოტთა ალიანსია. 3-3
პროცენტი ლეიბორისტულ პარტიას ასახელებს ან უარს ამბობს პასუხის
გაცემაზე, 8% კი სხვადასხვა პარტიას ასახელებს.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 7-დან 28 აპრილის პერიოდში ჩატარდა.
მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების
გამოკლებით) 2,493 რესპონდენტი გამოიკითხა. საშუალო ცდომილების
ზღვარი+/-2,7%-ია.
მასალის გამოყენების პირობები