„დაიცავი კონსტიტუცია“ – ენმ-ის აქცია ზუგდიდში (ვიდეო)
11:53 / 15.05.2017
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობის წინ „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის
წევრებმა აქცია გამართეს. მათ კონსტიტუციაში მოსალოდნელი ცვლილებები,
მათ შორის, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით შესაძლო არჩევა, კიდევ
ერთხელ გააპროტესტეს და საზოგადოებას სოლიდარობისკენ მოუწოდეს.
„მოვუწოდებთ საზოგადოებას, დავიცვათ უზენაესი ღირებულება,
უზენაესი საკანონმდებლო აქტი, საქართველოს კონსტიტუცია, მივცეთ ხალხს
უფლება, თავად აირჩიოს პრეზიდენტი და ნუ ჩავშლით ამ დემოკრატიულ
პროცესს. რაც შეეხება პროპორციული სიით არჩევნებს, ნუ დაიტაცებს
ხელისუფლება ყველა ხმას“, - განაცხადა ენმ-ის ქალაქის შტაბის
ხელმძღვანელმა და პოლიტიკურმა მდივანმა თეიმურაზ ბასილაიამ.
მისივე თქმით, დღევანდელი აქციის ადგილი სიმბოლურად შეირჩა, რადგან
სწორედ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ჩატარდა კონსტიტუციის საჯარო
განხილვა, რაც, ბასილაიას განმარტებით, „ქართული ოცნების“ მიერ
საკუთარი ძალაუფლების დემონსტრაცია იყო.
„დაიცავი კონსტიტუცია“ - ამ ლოზუნგით ენმ-ს მიერ
ორგანიზებული აქციები დღეს საქართველოს ყველა ქალაქში ტარდება.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები