ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია პროექტის
„სოციალური მეწარმეობა-ინოვაციური მიდგომა სოციალური და ეკონომიკური
ცვლილებებისთვის“ ფარგლებში სასწავლო ვიზიტით ინგლისში
გაემგზავრა.
14-22 მაისს მაჟორიტარი დეპუტატი, ქართული დელეგაციის წევრებთან
ერთად, ინგლისსა და პოლონეთში დაგეგმილ სხვადასხვა კონფერენციაში
მიიღებს მონაწილეობას. ქართული მხარე ორ ქვეყანაში სოციალური
მეწარმეობის განვითარების და სახელმწიფოს მხრიდან მისი მხარდამჭერი
მექანიზმების შესახებ არსებულ გამოცდილებას გაეცნობა.
სასწავლო ვიზიტი ,,საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის''
ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები