დე ფაქტო აფხაზეთში გალის ტელევიზიამ დაიწყო მაუწყებლობა. „ჩვენ ამ
დღისკენ 2,5 წელი მოვდიოდით. მადლობა ტემირ კურბანოვს და „გალ ტი ვის“
მთელ
კოლექტივს“, - ამის შესახებ თავის „ფეისბუკ“ გვერდზე „გალის
ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ
დაწერა. ერთსაათიანი გადაცემა, რომელიც კვირის ამბებს
მიმოიხილავს ეთერში პირველად 14 მაისს გავიდა.
„გალ ტი ვის“ სტუდია გალის რაიონში მდებარეობს. ტელევიზიას ამ
დროისათვის 7 თანამშრომელი
ჰყავს და მაუწყებლობა რუსულ ენაზე მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები