აფხაზეთში დისლოცირებული რუსი სამხედრო მოსამსახურეები 600- მდე ბინას
მიმდინარე წლის ბოლომდე მიიღებენ. ამის შესახებ სამხრეთის სამხედრო
ოლქის
პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია. ამავე ცნობით, გუდაუთაში
განლაგებული სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღი აშენდება,
ხოლო ერთ - ერთ კორპუსში საშტატო სამედიცინო განყოფილება
განთავსდება.
დე ფაქტო რესპუბლიკაში მეშვიდე რუსული სამხედრო ბაზა 2008 წლის
აგვისტოში შეიქმნა.
მასალის გამოყენების პირობები