ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით
ზუგდიდში მსვლელობა გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ზუგდიდის
მერია ავრცელებს. მსვლელობა ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის
ეკლესიიდან 13:00 საათზე დაიწყება და ივერიის ღმრთისმშობლის სახელობის
ტაძარში დასრულდება.
19 საათზე კი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში კონცერტი გაიმართება.
ამ დღესთან დაკავშირებით აქციები საქართველოს სხვადსახვა ქალაქშიც
იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები