ენგურის ე.წ. საკონტროლო - გამშვებ პუნქტთან ადმინისტრაციული საზღვრის
გადაკვეთისას ტყვარჩელის რაიონის სოფელ ოქუმის მკვიდრი რეზო ჯგუბურია
გარდაიცვალა. დე ფაქტო აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურის
განცხადებით, 68 წლის ჯგუბურიამ, "საპასპორტო კონტროლი" გაიარა და
საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გაემართა, ხიდის
გადაკვეთისას კი მან გონება დაკარგა. მათივე ცნობით, "სასაზღვრო
პუნქტთან" 10 წუთის შემდეგ მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მას
სიკვდილი დაუდგინა.
მედიკოსების ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა
იყო.
მასალის გამოყენების პირობები