თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან, ჰომოფობიასა და
ტრანსოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული
აქცია დასრულდა.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა და ლგბტქი პირებმა ძალადობა
გააპროტესტეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები.
აქციის მონაწილეებმა კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია სპეციალური
სამარშუტო ტაქსებით დატოვეს.
17 მაისი, როგორც ჰომობიასთან და ტრანსოფობიასთან ბრძოლის
საერთაშორისო დღე, მსოფლიო მასშტაბით 2004 წლიდან აღინიშნება.
საქართველოში კი მისი აღნიშვნა 2013 წელს დაიწყო.
ფოტო: ghn.ge
მასალის გამოყენების პირობები