საზეიმო მსვლელობა ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად ზუგდიდში (ვიდეო)
14:28 / 17.05.2017
ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში მსვლელობა
გაიმართა, რომელშიც სასულიერო პირებთან ერთად მრევლმაც მიიღო
მონაწილეობა. ისინი ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის
ეკლესიიდან გალობითა და ლიტანიობით დაიძრნენ. მსვლელობა ქალაქის
ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიის გავლით ივერიის
ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში დასრულდა, სადაც ზუგდიდისა
და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ საზეიმო პარაკლისი გადაიხადა
და ოჯახები დალოცა.
„დღევანდელი დღე არის ოჯახის სიმტკიცისა და სიძლიერის დღე.
ჩვენც ვუერთდებით ამ დღესასწაულს მრევლთან, სამღვდელოებასთან ერთად.
საღამოს კი საქველმოქმედო საღამოზე მრავალშვილიან ოჯახებს
დააჯილდოებენ“, - აღნიშნა მეუფე გერასიმემ.
საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლებიც.
„ოჯახი არის მთავარი ფასეულობა, როგორც ინდივიდებისთვის,
ასევე სახელმწიფოსთვის. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვენლოვანია და მისი
აღნიშვნით კარგ ტრადიციიას ჩაეყარა საფუძველი", - თქვა
გამგებლის მოადგილემ მამუკა წოწერიამ.
ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე ზუგდიდში წელს პირველად აღინიშნა.
საქართველოში ეს დღე 2014 წელს პატრიარქის ინიციატივით დაწესდა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები